უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნიგოვის მახლობლად რუსული ჯარების თავდასხმა მოიგერიეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, მტრის ტექნიკა იძულებული გახდა, რომ ჩერნიგოვიდან სედნევის მიმართულებით და გოროდნიადან სემენოვკამდე უკან დაეხია.
„ჩერნიგოვის მიმართულებით და უშუალოდ ჩერნიგოვის სიახლოვეს უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის შენარჩუნება და რუსული ჯარების გარღვევის მოგერიება მოახერხეს“, - განაცხადა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.