კიევის მახლობლად, ვორზელის მიმდებარე დასახლებების მაცხოვრებლები რუსული ჯარების შესაძლო შესვლის შესახებ გააფრთხილეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს მათ, რომ იარაღი აიღონ და ოკუპანტების „ჩამოაქციონ“.
„ვორზელში, კიევის რეგიონში, მტერი შეიძლება შემოვიდეს მიმდებარე დასახლებებში. ჩამოაქციეთ ოკუპანტი! ყველამ იარაღი აიღეთ!“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები, რომლებიც კიევისკენ მიიწევდნენ, უკრაინის სამხედრო ძალამ სოფელ ივანკოვთან შეაჩერა.