უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს მიმართა. როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ ენაზე მან მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
ზელენსკის თქმით, სანამ თავდასხმები არ შეჩერდება, უკაინა დაიცავს საკუთარ ქვეყანას.
„რუსეთს მოუწევს ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები და შეაჩეროს ეს შემოჭრა“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.