უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა დასავლელ მოკავშირეებს, დაეხმარონ უკრაინას და რუსეთის სასტიკი თავდასხმა შეაჩერონ.
„დღეს დილით ჩვენ მარტო ვიცავთ სახელმწიფოს. გუშინდელივით, მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს“, - თქვა ზელენსკიმ მიმართვაში.
მანვე დასვა კითხვა, იყო თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკმარისი და თავადვე უპასუხა, რომ, როგორც ჩანს, არა, რადგან უკრაინაში რუსები თავდასხმას განაგრძობენ.
„დარწმუნებული იყო რუსეთი გუშინდელი სანქციებით? ჩვენს საჰაერო სივრცესა და მიწაზე ვხედავთ, რომ ეს არ იყო საკმარისი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.