უკრაინელმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს - გენ. შტაბი

უკრაინელმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს - გენ. შტაბი

25-02-2022, 08:59 - 2022
902
       

კიევისკენ მიმავალი რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ ივანკოვთან შეაჩერეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, მაგრამ ივანკოვთან ბრძოლა მოხდა. უკრაინელმა ძალებმა ააფეთქეს ხიდი რუსული კოლონის შესაჩერებლად“, - ნათქვამია შტაბის ანგარიშში.

მედიის ცნობით, ივანკოვი კიევის საზღვართან მდებარეობს. ამის შემდეგ, ვიშგოროდის გავლით დედაქალაქზე თავდასხმის შესაძლებლობა იხსნება.

ცნობისთვის, 24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. სამხედრო ინტერვენციის შემდეგ 24 საათზე მეტი გავიდა. ოკუპანტები რამდენიმე ქალაქს დაესხნენ თავს.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები