უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ძალებს 800-მდე მსხვერპლი მიაყენა.
როგორც „სიენენი“ წერს, ჯერჯერობით უცნობია, მინისტრი მხოლოდ გარდაცვლილებს გულისხმობდა, თუ ამ მონაცემებში დაჭრილები და დაშავებულებიც შედიან.
სამინისტროს ცნობით, განადგურებულია 30-ზე მეტი რუსული ტანკი, 7 რუსული თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.