უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: კიევზე საშინელი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: კიევზე საშინელი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

25-02-2022, 08:26 - 2022
565
       

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა კიევზე „საშინელი“ სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქმა ბოლოს მსგავსი რამ განიცადა 1941 წელს, როდესაც მას ნაცისტური გერმანია დაესხა თავს. მინისტრი ამბობს, რომ მაშინ კიევმა ნაცისტები დაამარცხა და ახლაც მოახერხებს რუსეთის აგრესიის დამარცხებას.

„საშინელი რუსული სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენს დედაქალაქში მოხდა 1941 წელს, როდესაც მას თავს დაესხნენ ნაცისტური გერმანია. უკრაინამ დაამარცხა ეს ბოროტება და დაამარცხებს ამას. გააჩერეთ პუტინი. რუსეთის იზოლაციაში მოაქციეთ. გაანადგურეთ ყველა კავშირი. გამოაგდე რუსეთი ყველა ორგანიზაციიდან“, - წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები