მაკრონი ცეცხლის შეწყვეტის საკითხში შუამავლობისთვის მზად არის

მაკრონი ცეცხლის შეწყვეტის საკითხში შუამავლობისთვის მზად არის
25-02-2022, 08:17 - 2022
644

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზადაა,  ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების მიღწევის საკითხში რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი იყოს.

„ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა, გამოვიყენო ასეთი ინიციატივები, როცა ამას მოითხოვს უკრაინა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

სიენენი“ წერს, რომ მაკრონი პირველი დასავლელი ლიდერი იყო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ესაუბრა. 
 
მედიის ცნობით, მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტამდე პუტინთან ისაუბრეს, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტი აღიარა, რომ სატელეფონო ზარმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, „რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ომი აირჩია“.
 
„დიახ, იყო მიზანმიმართული, შეგნებული არჩევანი პრეზიდენტ პუტინის მიერ, დაეწყო ომი, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ შეგვეძლო მშვიდობის მოლაპარაკება“, - თქვა მაკრონმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა