უკრაინის არმიამ კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო

უკრაინის არმიამ კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო

25-02-2022, 07:05 - 2022
891
       

უკრაინის არმიამ კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფრენი აპარატი კიევის რაიონში, კერძოდ კი დარნიცკის რაიონში ჩამოვარდა.

„ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მტრის საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც დარნიცკის რაიონში სახლთან ახლოს, კოშიცას ქუჩაზე ჩამოვარდა“, – ნათქვამია უკრაინის შსს-ს განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსული საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, შესაძლოა, იყოს მსხვერპლი.

„ალბათ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, – განაცხადა გერაშენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები