რუსული ძალები უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში არსებულ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით იმუქრებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვერხოვნა რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიანა ბეზუგლა ავრცელებს
„ყურადღება! ენერგოდარი - ატომური ელექტროსადგური. რუსებმა დაამონტაჟეს ქვემეხები და ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით იმუქრებიან. ეს იქნება ტრაგედია მთელი ევროპისთვის“, - წერს ბეზუგლა.