„მდინარაძე სისულელეებს საუბრობს“, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ტვ პირველის“ ეთერში ამბობს, რომ ოლიგარქის გუნდის განცხადებები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს.
„მდინარაძის განცხადება, სისულელეებზე საუბარი, ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გავლენას არ ახდენს. არც შიდა აქტორები და არც გარე აქტორები გავლენას არ ახდენს. ხომ ნაცმოძრაობას ებრძოდნენ და გადაწყვიტეს, რომ არ გააუქმონ ნაციონალური მოძრაობას. არაფრის გაუქმების თავი არ ჰქონდათ და არც აპირებდნენ. ეს იყო ინსტრუმენტი, რომ თითქოს ხალხს აჯერებდნენ, რომ ნაცმოძრაობას, წარსულის ქილერებს ებრძვიან“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.