„რუსებმა ბლიცკრიგში წარმატებას ვერ მიაღწიეს, ისინი საკუთარ სისხლში იბანავებენ!“,- ამ განცხადებით უკრაინელ სამხედროებს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, უკრაინის გენერალ-ლეიტენანტმა, ვალერი ზალუჟნმა მიმართა.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„ძვირფასო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო და ჯარისკაცებო, ძვირფასო თანამებრძოლებო! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს იცავს ჩვენს მიწას რუსი ოკუპანტისგან. მადლობა თქვენს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა უკრაინელ ხალხს ნდობისთვის, დახმარებისთვის და ლოცვისთვის.მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ პარტნიორს. მაგრამ ახლა დროა ვიმოქმედოთ და არა ვიმსჯელოთ.
ვლოცულობთ ჩვენი დაღუპული ძმების სულებისთვის და დაჭრილების მალე გამოჯანმრთელებისთვის. მოდით ვიბრძოლოთ! უსაფრთხოებისა და თავდაცვის მთელი სექტორი ღირსეულად უპასუხებს მტერს. რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ. რუსებმა ბლიცკრიგში წარმატებას ვერ მიაღწიეს. საკუთარ სისხლში იბანავებენ! სამართლიანობა ჩვენკენაა. ღმერთი ჩვენთან არის. და გამარჯვება ჩვენი იქნება!“, - განაცხადა ვალერი ზალუჟნმა.