თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადების შემდეგ მის სახლთან აქტივისტები იკრიბებიან.
ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.
შეგახსენებეთ დღეს წულუკიანმა განაცხადა, რომ ანწუხელიძე უაზროდ განწირულია ვიღაცის პიარისთვის.
„მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ“, - ამბობს თეა წულუკიანი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.