შესაძლოა აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელოს

შესაძლოა აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელოს

24-02-2022, 22:56 - 2022
780
       

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსეთზე კიბერშეტევების განხორციელება შესთავაზეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას NBC ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბაიდენს, მასშტაბური კიბერთავდასხმის ვარიანტების სია, რომლებიც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმაში შეაფერხებს, უკვე წარუდგინეს. 

გამოცემა ასევე წერს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა საქმე ისეთ მასშტაბურ თავდასხმას ეხება, რომელიც არასდროს განხორციელებულა.

მედიის ცნობით, განიხილება ინტერნეტის შეფერხება რუსეთის მასშტაბით, ელექტროენერგიის გათიშვა და სარკინიგზო სისტემის შეფერხება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები