დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ საქართველოს მთავარ პროკურორს ანგარიშები „საქართველოს ბანკმაც“ დაუხურა.
გიორგი გაბიტაშვილის მსგავსად, ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა ანგარიშები საგამოძიებო სამსახურის უფროსს და შს საქმეთა მინისტრის მოადგილეს დაუხურა. დაბლოკილია მათი პლასტიკური ბარათები.
ინფორმაციას „ტვ პირველი“ არცელებს.
ცნობისთვის, ბრიტანული სანქციების დაწესებიდან, რამდენიმე წუთში, „თიბისი ბანკში“ გიორგი გაბიტაშვილის ანგარიშები აღარ იძებნებოდა. სანქციების აღსრულების მოტივით, სავარაუდოდ ბანკმა გააუქმა მთავარი პროკურორის ანგარიშები და დაბლოკა მისი პლასტიკური ბარათები.
დიდმა ბრიტანეთმა დღეს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.