10 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილი N22-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
„ჯივიპის“ ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 აპრილს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ვახტანგ ტაბლიაშვილის, არჩილ ამაღლობელის, სიკო დოლიძის და იმედაძის ქუჩებს, წყნეთის გზატ. N 16, 18, 20, 22, 24 და ბაგების N2 N3 N4 N5 N6.