რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს

24-02-2022, 21:49 - 2022
981
       

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველი, ალიონა შევცოვა, Facebook-ზე წერს. 

როგორც ის აღნიშნავს, რუსმა აგრესორებმა სადგურის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს.

„რუსებმა დაიპყრეს ჩერნობილის სადგური. სადგურის თანამშრომლები მძევლად არიან. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას“, - წერს შევცოვა.

 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები