რუსეთმა ქართველი სამხედრო 9 წლით ციხეში ჩასვა

რუსეთმა ქართველი სამხედრო 9 წლით ციხეში ჩასვა

9-04-2025, 23:48 - 2025
545
       

რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლ გიორგი გოგლიძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროპაგანდისტული TASS რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
გამოძიების მტკიცებით, გოგლიძე უკრაინაში „დაქირავებული მებრძოლი“ იყო, პატიმრობაც ამ მუხლით შეუფარდეს.
 
გოგლიძე და კიდევ ორი ქართველი რუსეთის ტყვეობაში 2023 წლის 14 ნოემბერს ჩავარდა. რუსული პროპაგანდისტული მედიები ამტკიცებდნენ, რომ ისინი უკრაინაში „დაქირავებული მებრძოლები“ იყვნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები