იდენტიფიცირებულია „ოცნების“ პროვოკატორების ნაწილი | ფოტოები

იდენტიფიცირებულია „ოცნების“ პროვოკატორების ნაწილი | ფოტოები

9-04-2025, 21:17 - 2025
1 712
       

იდენტიფიცირებულია იმ პირების ნაწილი, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან პროვოკაციას აწყობდნენ და პოლიტპატიმრების დედებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
 
ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
 
განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ლაშა ჯანგიძე, ის რუთაველზე არა მხოლოდ იგინებოდა, არამედ პროვოკაციული ჟესტებით აქციის მონაწილეების წყობიდან გამოყვნას ცდილობდა და ქალებს აფურთხებდა. განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლი იყო სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა.
 
პროვოკატორების ნაწილი ტექნიკური უნივერსიტეტიდან იყვნენ - ირაკლი გუგუშვილი, რომელიც რექტორ დავით გურგენიძის დაცვის ფუნქციას ასრულება, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია.

 მის გვერდით იყო მიხეილ აბჟანდაძე და თორნიკე თუთაშვილი.


დღეს ორმაგი მისია ჰქონდა ერეკლე გაგნიძეს, მან ჯერ რექტორი დაიცვა, შემდეგ კი საგანგებო მისიით ირაკლი კობახიძეს დასაცავად სამებაში გამოჩნდა. 


სამებაში ე.წ. პრემიერს ასევე ზურგს უმაგრებდა, თედო ბიტბუროვი და საბა გორგოძე, რომელბიც „პლედებიანი ტიტუშკების“ სახელით არიან ცნობილი.


კობახიძეს დასაცავად იდგა სამებაში ნიკოლოზ მელიქიშვილიც.  მელიქიშვილი ის „ოცნების“ დაფინანსებული მოძალადეა, რომელიც თსუ-სთან და მერიის მიერ მოწყობილ საახალწლო სოფელში ქალებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები