პარლამენტთან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა - 9 აპრილის მემორიალთან, სადაც პოლიტპატიმრების მშობლები და პროევროპული აქციის მონაწილეები იმყოფებიან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მივიდა.
უცნობ მამაკაცს, „ოცნების“ დროშა ჰქონდა მოხვეული.
„დედაშენმა მაიძულა აქ მოსვლა“, - ამ და მსგავსი სიტყვებით მიმართავდა ის აქციის მონაწილეებს და პოლიტპატიმრების მშობლებს.
სავარაუდოდ, მამაკაცი პოლიციამ ადგილიდან განარიდა.