რუსთაველის გამზირზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა - უცნობი კაცი, პოლიტპატიმრების მშობლებთან და ადგილზე შეკრებილებთან მივიდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტს ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.
მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ოცნების“ პარტაქტივის წევრია.
ის პოლიციამ მხოლოდ ადგილიდან გაიყვანა. არსებული ინფორმაციით, აგრესიული კაცის იდენტიფიცირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ და არც დამატებითი კითხვები დაუსვამთ.
რუსთაველის გამზირი საპოლიციო ძალებისგან გაასაუფთავეს. არსებული ინფორმაციით, ნაწილი ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაცის ეზოში შეიყვანეს, ნაწილი კი გდდ-ს ბაზაზეა გადაყვანილი.