მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 22 თვის შვილს, რომელიც 6 თვის განმავლობაში „სოფლის ნობათის“ საბავშვო რძეს იღებდა, აფლატოქსინმა იქონია გავლენა ღვიძლის ფუნქციებზე.
„S.O.S აფლატოქსინი!!! საქართველოში ყოფნის 6 თვის განმავლობაში ჩემი 22 თვის შვილი სვამდა სოფლის ნობათის საბავშვო რძეს. ამერიკაში დაბრუნების დღეს გახდა ცნობილი, აფლატოქსინის არსებობის შესახებ. ილიას გავუკეთეთ ანალიზები, აფლატოქსინმა იქონია გავლენა ღვიძლის ფუნქციებზე – ასეთია ანალიზის პასუხები. გთხოვთ ყველას,ვინც იყენებდით რძეს გადაამოწმოთ ანალიზები. არ დაიჯეროთ,როცა ამბობენ,რომ არ არის საჭირო გადამოწმება და მხოლოდ კონკრეტულ სერიაში იყო მომწამვლელი ნივთიერება. ილია არაფერს იღებდა/იღებს რაც ბავშვისთვის არაა განკუთვნილი. (ტკბილი,მარილი…) სხვა ვერაფერი მოახდენდა გავლებას მასზე“, - წერს მოქალაქე.