თბილისში 3 ადამიანი CO- თი მოიწამლა, - ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
„თბილისში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლით (ე.წ კალონკით) 3 ადამიანი CO (ცეოთი) მოიწამლა. ადამიანები ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ სარგებლობენ მკვლელი გაზის დანადგარებით. არ გარისკოთ, CO კლავს!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.