უკრაინის მელიტოპოლის საავიაციო ბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გავრცელებულ ვიდეოებში ასახულია აეროპორტის მახლობლად კვამლის დიდი ნაკადი. როგორც CNN იუწყება, ადგილზე ძლიერი აფეთქების ხმა ისმის.
მელიტოპოლის საავიაციო ბაზაზე აფეთქების შესახებ გავრცელებული კადრები CNN-მა გადაამოწმა.