ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

24-02-2022, 20:10 - 2022
1 513
       

„გვაქვს დანაკარგი ჩვენი გმირების“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა უკრაინელი სამხედროები ტყვედ ჩაიდგეს. ამასთანავე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული ავიაცია და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

„სამწუხაროდ, გვაქვს დანაკარგი ჩვენი გმირების. რუსებმა ტყვედ ჩაიდგეს ჩვენი სამხედროები, მათ შორის არიან ექიმები. განადგურებული რუსული ავიაცია და ჯავშანტექნიკა“, - თქვა ზელენსკიმ.

მანვე მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, რომ უკრაინას ომის გზა არ აურჩევია. ზელენსკი რუსებს სთავაზობს, დაუბრუნდნენ მშვიდობის გზას.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ბევრი მოქალაქე შოკირებულია რაც ხდება. ისინი ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან ომს, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამას ვერ ხედავს. ამიტომ, თხოვნაა, რომ თუკი გესმით, რომ თქვენ ფეხს აბიჯებთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს გამოდით მოედანზე, მიმართეთ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს. თქვენ ხართ რუსები, ახლა თქვენმა სამხედროებმა დაიწყეს ომი, ომი ჩვენს სახელმწიფოში“, - განაცხადა  ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მიმართა მსოფლიო ლიდერებს, რომ დღეს თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, ხვალ ომი მათ მიუკაკუნებს კარზე.

„მე დღეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, ავსტრიის, ამერიკისა და პოლონეთის ლიდერებს, თუკი თქვენ, პატივცემულო მსოფლიო ლიდერებმა, თავისუფალი სამყაროს ლიდერებო, დღეს არ დაგვეხმარებით, მაშინ ხვალ ომი მოგიკაკუნებთ კარზე“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები