პოლიციამ ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა

პოლიციამ ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა

6-04-2025, 17:55 - 2025
545
       

გამოცემა „ინდიგო“ ავრცელებს ინფორმაციას თავისი ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავების შესახებ.

გამოცემისთვის არსებული ინფორმაციით, ის 6 აპრილს, დღის საათებში, მარჯანიშვილის მეტროსთან დააკავეს და ამ დროისთვის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებითაა დაკავებული. მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მეგობრებთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა და იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც უნდა შეხვედროდნენ, მისი კუთვნილი სკუტერი იპოვეს დაგდებული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები