CNN - რუსეთმა კიევთან მდებარე აეროპორტზე კონტროლი დაამყარა

CNN - რუსეთმა კიევთან მდებარე აეროპორტზე კონტროლი დაამყარა

24-02-2022, 19:21 - 2022
574
       

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა ანტონოვის აეროპორტზე, რომელიც კიევის ცენტრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, კონტროლი დაამყარეს.

ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კიევის ოლქში 1 რუსული და 3 დაუდგენელი ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები