ბოსტონში მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში დასრულდა.
თავისუფალი პროგრამის შემდეგ 31 ქვეყნის 39 მონაწილეს შორის ქართველი ნიკა ეგაძე 263.03 ქულით მე-9 პოზიციაზე გავიდა და საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის ორი საგზური მოუტანა.
საბოლოო ჯამში, დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სპორტულ წყვილებში, სპორტულ ცეკვებსა და მამაკაცთა თანრიგში მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე 2-2 საგზურის მოპოვება შეძლო.
ბოსტონში ლიცენზია ვერ მოიპოვა საქართველოს ნაკრების ერთმა წევრმა, ანასტასია გუბანოვამ, თუმცა მას ამის შანსი დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირზე ექნება, რომელიც სექტემბერში ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება.