„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს

„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს

20-03-2025, 10:35 - 2025
1 884
       

იემენიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც ისრაელის საჰაერო ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ჩამოაგდეს.
 
ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი თავდასხმის გამო, პროტოკოლის შესაბამისად, საჰაერო განგაში გამოცხადდა.
 
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. მათი განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომლის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები