ოზურგეთში დიდთოვლობის გამო, მრავალსართულიანი კორპუსის შესასვლელი ჩამოინგრა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კორპუსში 48 ოჯახი ცხოვრობს და როგორც ისინი ამბობენ, მათთან ამ დრომდე არავინ მისულა.
გურიაში ასობით ოჯახი ისევ უშუქოდ, უწყლოდ, საკვების და მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი.