„აჭარა თაიმსი“: ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კაცის გაყინული ცხედარი იპოვეს

„აჭარა თაიმსი“: ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კაცის გაყინული ცხედარი იპოვეს

25-02-2025, 22:08 - 2025
4 237
       

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, კაცის გაყინული ცხედარი იპოვეს.
 
ქობულეთის მერიაში გამოცემას უთხრეს, რომ კაცი სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში ნახეს და ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
 
ინფორმაციისთვის: ქობულეთის სოფლებში გზები გაუწმენდავია, ასევე, მოსახლეობა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი არის გარეშეა. ხალხი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ პრობლემებზე არავინ რეაგირებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები