ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ზონაში სახლი ჩამოინგრა

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ზონაში სახლი ჩამოინგრა

25-02-2025, 21:20 - 2025
4 243
       

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ორსართულიანი ისტორიული სახლი ჩამოინგრა.


„ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობა წლებია უსახურავოდაა დარჩენილი და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. საქმეში არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ჩართულა.

როგორც სააგენტო წერს, ე.წ. დამწვარი სახლი მერიამ არც კი შეფუთა, რომ უსახურავოდ დარჩენილ შენობაში წვიმა არ ჩასულიყო.

ფოტო: „ბათუმელები“

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები