დონეცკის ოლქში, ქალაქ უგლედარში რუსული სამხედრო ჭურვები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ამის შესახებ დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.
უკრაინული მედიის ინფორმაციის, შემთხვევის შედეგად 4 სამხედრო დაიღუპა, 10 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიჭრა. მათი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა.
„უგლედარში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 4 ადამიანი მოკლეს და 10 დაჭრეს. დაჭრილებს შორის 6 ექიმია,“ - წერს პაველ კირილენკო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.