„მე მზად ვარ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს უკრაინის მშვიდობისთვის საჭირო იქნება“ | ვოლოდიმირ ზელენსკი

„მე მზად ვარ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს უკრაინის მშვიდობისთვის საჭირო იქნება“ | ვოლოდიმირ ზელენსკი

23-02-2025, 20:05 - 2025
6 995
       

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ თუ სამშვიდობო პროცესისთვის საჭირო იქნება, იგი მზადაა, დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. 
 
ამის შესახებ მან „უკრაინა. 2025 წლის გზა“ ფორუმზე ისაუბრა, იტყობინება UNN-ი.
 

„თუ უკრაინის მშვიდობისთვის მართლაც აუცილებელია, რომ დავტოვო ჩემი პოსტი, მაშინ მზად ვარ. შეიძლება ამით ნატოს წევრობა გავცვალო, თუ ასეთ პირობებს დამიყენებენ. ჩემი ფოკუსი ახლა უკრაინის უსაფრთხოებაზეა, არა 20 წლის პერსპექტივაში, და არ მაქვს განზრახვა, ათწლეულების განმავლობაში ძალაუფლებაში დავრჩე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები