სტოლტენბერგი - ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ გავაგზავნოთ

სტოლტენბერგი - ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ გავაგზავნოთ

24-02-2022, 17:54 - 2022
615
       

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არავითარი გეგმები არ გვაქვს, ნატო-ს ძალები გადავისროლოთ უკრაინაში, – ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიის შეკითხვას, იმყოფებიან თუ არა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები უკრაინაში.

მისი თქმით, ისინი ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე, ალიანსის ტერიტორიაზე, ზრდიან.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვზრდიდით ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის, ნატო-ს ტერიტორიაზე. უკრაინა არის მაღალღირებული პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარებით უკრაინას. ვცდილობთ, თანამედროვე სამხედრო ძალების შექმნაში დავეხმაროთ. ჩვენ ვაძლიერებთ მათ შეიარაღებულ ძალებს, ასევე ნატო-ს მოკავშირეები ვმუშაობთ კიბერთავდაცვის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ ნატო-ს ძალები უკრაინაში გავაგზავნოთ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები