უკრაინელებმა  ლუგანსკში რუსი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს

უკრაინელებმა ლუგანსკში რუსი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს

24-02-2022, 17:43 - 2022
1 353
       

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები ოკუპანტი რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუგანსკისა და სშასტიესთვის, რომელიც ამჟამად უკრაინელი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშაა.

„ბრძოლის დროს მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით და უკან დაიხია. რუსი ოკუპანტები ტყვედ აიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში
.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები