გოგა მემანიშვილი: გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავენ, დავაკავეთ რამდენიმე პირი

გოგა მემანიშვილი: გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავენ, დავაკავეთ რამდენიმე პირი

10-02-2025, 22:43 - 2025
7 996
       

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. 


ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ მოვუწოდეთ არაერთგზის, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან არ არის ამის საჭიროება. მოგეხსენებათ, პარლამენტის წინ არის საკმარისი ადგილი, სადაც შეუძლიათ დადგნენ და გააპროტესტონ. არანაირად არ არის საჭირო, რომ გზის სავალ ნაწილზე იყვნენ და დაკეტონ გზა, ხელოვნურად კეტავენ, შესაბამისად, მოვუწოდეთ კანონიერად, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, დავაზუსტებ და მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა მემანიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები