საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა პრეზიდენტ მაკრონის მიერ გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ, საფრანგეთი უკრაინას მხარს „ყველა ფორმით“ დაუჭერს.
ლე დრიანს არ დაუკონკრეტებია, იგულისხმება თუ არა აქ სამხედრო დახმარებაც.
„ომის გადაწყვეტილება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ამას მოყვება მყისიერი და მასობრივი შედეგები და მძიმე ხარჯი“, - განაცხადა დრიანმა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.