„ეს უბრალოდ „სპორტია“ | პირი, რომელიც 2 თებერვალს, „ხარებასთან“ ერთად, ხელმძღვანელობდა მოსახლეობის დარბევას

„ეს უბრალოდ „სპორტია“ | პირი, რომელიც 2 თებერვალს, „ხარებასთან“ ერთად, ხელმძღვანელობდა მოსახლეობის დარბევას

9-02-2025, 00:43 - 2025
2 681
       

2 თებერვალს „თბილისი მოლთან“, საპროტესტო აქცია გდდ-მ და პოლიციამ სასტიკად დაარბია, იძალადეს ფიზიკურად, შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს, ახალგაზრდა გოგონებს, გდდ-ს წევრები სექსუალური შინაარსის უხამს სიტყვებს იყენებდნენ აქციაზე მყოფ გოგონების მიმართ, დააკავეს 22 პირი.
 
აღნიშნულ ღონისძიებას პირადად ხელმძღვანელობდა ზვიად ხარაიშვილი, იგივე „ხარება“, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა ადიამიანის სცემაში. იმ ღამით გადაღებულ კადრებში ფიქსირდება, რომ „ხარებასთან“ ერთად გადაწყვეტილებებს იღებდა, კიდევ ერთი შავი წარსულის მქონე პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი.
 
სამარღანიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ  მოქალაქეების ცემა და სახის ძვლების მტვრევა, „სპორტია“.
 
რა ვიცით უშაულოდ ნიკოლოზ სამარღანიშვილიზე:
 
ძმა - აფხაზეთის პოლიციის უფროსია, შვილი - გიორგი სამარღანიშვილი კი ერთი კვირის წინ სამოქალქო აქტივისტის, ილია ღლონდის სახლში შევარდნის სპეცოპრაციას ხელმძღვანელობდა.
 
სამარღანიშვილის სახელი ბევრ სკანდალს უკავშირდება, მათ შორის კორტების საქმეშიც, სადაც იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა.
 
სამარღანიშვილი ასევე ფიგურირებდა 2021 წლის ივლისში ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებაში, მაშინ მელია ამბობდა, რომ სამარღანიშვილი ნარკოზემოქმედების ქვეშ იყო და მისგან ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებას მოითხოვდა.


ფოტო: „ტვ პირველი“

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები