საზ.მაუწყებლის რეჟისორი: ნაკრების თამაშის დროს მოითხოვეს პრემიერის ბევრი კადრი გამეშვა ეთერში, პრეზიდენტი დამებლოკა

საზ.მაუწყებლის რეჟისორი: ნაკრების თამაშის დროს მოითხოვეს პრემიერის ბევრი კადრი გამეშვა ეთერში, პრეზიდენტი დამებლოკა

3-02-2025, 23:45 - 2025
2 810

„დამირეკეს და მითხრეს, რომ რაც შეიძლება მეტი პრემიერის კადრი უნდა ვანახოთ ეთერშიო (ლუქსემბურგთან თამაშის დროს). ვუთხარი, რომ ამას ვერ ვიზამდი, რადგან არსებობს უეფას წარმომადგენელი, რომელიც არეგულირებს ტრიბუნების ჩვენების წესებს და თავად უეფას წარმომადგენლის მხრიდან იყო დაზუსტებული, ქვეყნის მეთაურის პირდაპირ ეთერში ჰიმნის დროს ერთხელ იყო დაშვებული. ჰიმნის დროს ვანახეთ, მაგრამ იმის შემდეგ კვლავ ითხოვდნენ, მესიჯების საშუალებით. ამის შემდეგ, რადგან მეთაურებზე იყო დაშვება, ერთი კადრი ვანახე პრეზიდენტის შემდეგ, დამიბარეს ტელევიზიაში, არ ვიტყვი, ვის კაბინეტში და ამიხსნეს, პრეზიდენტი რომ ვანახე ეთერში, არ იყო სწორი, რომ ეგ დავალება ჩემთვის არავის არ მოუცია და ეგ გადაწყვეტილება იყო არასწორი. შენ ხომ არ გგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვართ ისევ. პარლამენტზე ვართ დამოკიდებული, ფინანსები შემცირდება, პრობლემები შეგვექმნებაო“, - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის რეჟისორმა, კახა მელიქიძემ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა