პროტესტის 68-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

პროტესტის 68-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

3-02-2025, 23:12 - 2025
1 252

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის 68-ე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს.
 
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.
 
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
 
დედაქალაქის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა