„თავისუფალი უნივერსიტეტი“: პოლიციამ კანონის დარღვევით დაიკავა, ჩვენი უნივერსიტეტების ეზო, კერძო ტერიტორია

„თავისუფალი უნივერსიტეტი“: პოლიციამ კანონის დარღვევით დაიკავა, ჩვენი უნივერსიტეტების ეზო, კერძო ტერიტორია

2-02-2025, 23:25 - 2025
2 982

„თავისუფალი უნივერსიტეტი“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დღეს განვითარებული მოვლენებისას საპოლიციო ძალები უნივერსიტეტის კერძო ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შეიჭრნენ და უკანონოდ დაიკავეს.
 

„დღეს ე.წ. სამართალდამცავებმა უკანონოდ დაიკავეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ეზო. ისინი კერძო ტერიტორიაზე შემოიჭრნენ უნივერსიტეტების ადმინისტრაციის ნებართვის, წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ევროპულ მომავალს იმსახურებს. გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, - წერს უნივერსიტეტი.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა