თბილისის შემოსასვლელთან პოლიცია პერიოდულად უპირისპირდება აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უპირისპირდება

თბილისის შემოსასვლელთან პოლიცია პერიოდულად უპირისპირდება აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უპირისპირდება

2-02-2025, 19:47 - 2025
645
       

თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიცია პერიოდულად უპირისპირდება აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უპირისპირდება. სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
 
გარდა ამისა, შეხლა-შემოხლის გამო, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.
 
დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს - ამ დროისთვის თბილისის შესასვლელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.
 
მანამდეც არაერთხელ დაიძაბა ადგილზე ვითარება, პოლიციამ დააკავა აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციონერები ნიკა მელია და გიგი უგულავა, ასევე აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები