„თბილისი მოლთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს და მსვლელობა დაიწყეს

„თბილისი მოლთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს და მსვლელობა დაიწყეს

2-02-2025, 17:59 - 2025
451
       

„თბილისი მოლთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. გზის დანარჩენ ზოლებში საავტომობილო მოძრაობა გრძელდება. მსვლელობით ისინი საქალაქო სასამართლოსთან გადანაცვლებას გეგმავენ.
 
მანამდე მათ სამართალდამცავებმა მოუწოდეს, რომ ტროტუარზე დარჩნენ და არ დაიკავონ გზის სავალი ნაწილი, თუმცა პოლიციასთან დისკუსიის შემდეგ, ისინი ერთ ზოლში მართავენ მსვლელობას. აქციის მონაწილეებს მიყვება სამართალდამცველთა გარკვეული შემადგენლობა კორდონით.
 
ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, სამართალდამცავები სავალი გზის ორივე მხარეს არიან განლაგებული. აქციაზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები