ბენდუქიძის უნივერსიტეტის კამპუსთან „ხარება“ გამოჩნდა

ბენდუქიძის უნივერსიტეტის კამპუსთან „ხარება“ გამოჩნდა

2-02-2025, 16:35 - 2025
359
       

Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კამპუსის ტერიტორიაზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ ავტომობილით გამოჩნდა. 
 
მან ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხა. 
 
„თავისუფალი უნივერსიტეტის“ კამპუსის მიმდებარედ იკრიბებიან სტუდენტებიც. ისინი მარშით Tbilisi Mall-თან გადაინაცვლებენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები