სავარაუდოდ, კიევში რუსული ავიაგამანადგურებლები გამოჩნდნენ

სავარაუდოდ, კიევში რუსული ავიაგამანადგურებლები გამოჩნდნენ

24-02-2022, 16:17 - 2022
957
       

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის საზღვრები გაარღვიეს. 

ვრცელდება პირველი კადრები, სადაც რუსული გამანადგურებლები ჩანს, ისინი, სავარაუდოდ, კიევის თავზე დაფრინავენ.  

ასევე ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს ოკუპანტებს უკრაინის დედაქალაქში შესვლის ბრძანება აქვთ მიღებული. 

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ უკრაინაში ინტენსიური სროლების და აფეთქებების ხმა ისმის.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები