DailyInfo-ს საგანგებო განცხადება

DailyInfo-ს საგანგებო განცხადება

2-02-2025, 15:34 - 2025
348
       

საქართველოს პარლამეტის ე.წ. თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მუქარის შემცველ ტექსტს აზიარებს და ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევას ახორციელებს.
 
პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება პირპდაპირ არის მცდელობა დამოუკიდებელი მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის.
 
ჟურნალისტიკა ავალდებულებს ყველა მედია საშუალებას ობიექტურად გააშუქოს ნებისმიერი მიმდინარე მოვლენა ქვეყანაში, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებების, აქციების, მანიფესტებისა და სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელიც დაგემლია ან მიმდინარებს. ასევე საზოგადოებას აცნობოს მათი ორგანიზატორების მიერ გაკეთებული განცხადები. პოლიტიკური ნიშნით ინფორმაციის დამალვა, მიჩქმალვა ან დაბლოკვა არის ჟურნალისტირი ეთიკის მკაცრი დარღვევა.
 
ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა მოჰყვა მედია სააგენტო „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც აღწერილი იყო მოსახლეობის მიერ დაგეგმილი დღევანდელი, 2 თებერვლის აქციის დეტალები.
 
პაპუაშვილის ეს განცხადება ჩვენთვის, დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის არის ერთგვარი მუქარის შემცველი გაფრთხილება. ე.წ. მთავრობას სურს სრულად ჩაახშოს თავისუფალი მედიის ხმა და მიგვაჩნია, რომ მათი შემდეგი სამიზნე ონაილ გამოცემა „პუბლიკა“ არის.
 
ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბური რეპრესიები დაიწყო თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. სამი დამოუკიდებელი ოპოზიციური ტელევიზიებიდან „მთავარი არხის“ მაუწყებლობა უკვე შეწყვეტილია ქვეყნის რეგიონებში, რაც შეეხება „ტვ პირველს“ მათი ცენტრალური სიგნალები რამდენიმე დღის წინ დააზიანეს. რადიო „თბილისის“ სოციალური ქსელი ტროლ-ბოტების მსხვერპლი გახდა. ხოლო აფსურდული მიზეზითა და ბრალდებით არის დაკავებული „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ მფლობელი მზია ამაღლობელი.
 
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ „პუბლიკას“, „ბათუმელებსა“ და „ნეთგაზეთს“, ასევე ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც „ქართული ოცნების“ რეპრესიულ ქმედებებს ამ დრომდე უძლებს და მათ საქმიანობას პირნათლად ასრულებს.  
 
თავისუფლება მზია ამაღლობელს!!!

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები