თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

2-02-2025, 12:29 - 2025
409
       

პროტესტის 67-ე დღეს თბილისაა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი.
 
კერძოდ, 2 თებერვალს 16:00 საათზე, სტუდენტების ერთობლივი მარში გაიმართება „თბილისი მოლისკენ“. ამავე დროს, დაგეგმილია აქცია სახელწოდებით - „ბოლომდე!“
 
19:00 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. აქცია საქართველოს პარლამენტთან კი 20:00 საათზეა ჩანიშნული.
 
რაც შეეხება რეგიონებს. აქციები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:
 
ახალციხეში 18:00 საათზე - აქცია „არა რუსულ რეჟიმს!“ არის დაგეგმილი, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან 19:00 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია - „სამშობლოს სამსახურში!“. 18:00 არის დაგეგმილი აქცია ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ. ასევე 18:00 საათზე - „ახალი თეატრის“ საპროტესტო სვლა რეგიონებში: „მანიფესტი“ შედგება. თელავში აქცია 18:00 საათზე მერიის წინ გაიმართება. ქუთაისში მერიის წინ კი მოქალაქეები 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები