ანდრო ჭითანავამ თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა

ანდრო ჭითანავამ თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა

1-02-2025, 23:36 - 2025
530
       

თბილისის მთავარი სამმართველო სანდრო ჭითანავამ დატოვა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ მისი სახლიდან რამდენიმე პირბადე და პლასტმასის საყვირი ამოიღო.
 
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.
 
ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
 
ამასთან, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები