თბილისის მთავარი სამმართველო მოქალაქე ნინი კეკელიძემაც დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დღეს მის სახლშიც შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა. საპოლიციო ძალებმა ნინი კეკელიძე დიღმის იზოლატორამდე დედასთან ერთად მიიყვანეს.
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.
ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგაც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ამასთან, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს.